სერვისები

სერვისები მორგებულია როგორც მცირე და მზარდ ბიზნესებზე, ისე უკვე ჩამოყალიბებულ ბრენდებზე: კონკრეტული მიზნების, აუდიტორიისა და განვითარების ეტაპის მიხედვით.

სერვისები

რას გთავაზობ

ჩემი მიზანია არა უბრალოდ სოციალური ქსელების მართვა, არამედ სისტემის შექმნა, რომელიც აერთიანებს სტრატეგიას, კონტენტს, რეკლამასა და მონაცემებს ბიზნესის კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

01
სოციალური მედია სტრატეგია

სოციალური მედია სტრატეგია

სრული აუდიტიდან განხორციელებამდე — ვქმნი თქვენი ბიზნესისთვის მორგებულ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც სოციალურ ქსელებს გარდაქმნის ზრდის ინსტრუმენტად.

  • სოციალური მედიის სრული აუდიტი
  • კონკურენტების ანალიზი
  • კონტენტის სტრატეგია და მიმართულებები 
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
ვისთვისაა: ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მკაფიო მიმართულება და არა უბრალოდ ყოველდღიური პოსტები.
02

ბიზნეს პოზიციონირება სოციალურ ქსელებში

ვეხმარები ბიზნესს იპოვოს საკუთარი ხმა ციფრულ სივრცეში — ვაყალიბებ ბრენდის პოზიციას, რომელიც გამოარჩევს კონკურენტებისგან და იზიდავს სწორ აუდიტორიას.

  • ბრენდის ხმის (brand voice) განსაზღვრა
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა
  • პლატფორმის შერჩევა ბიზნეს მიზნების მიხედვით
  • ვიზუალური სტილის სახელმძღვანელო
ვისთვისაა: ახალი ბიზნესები და ბრენდები რეპოზიციონირებისთვის
ბიზნეს პოზიციონირება
03
საქმიანობის განვითარება

საქმიანობის განვითარება

სოციალური ქსელები ბიზნეს ზრდის ძრავი უნდა იყოს. ვქმნი გრძელვადიან გეგმას, ვადგენ გაზომვად მიზნებს და ვაკონტროლებ პროგრესს ყოველ ეტაპზე.

  • ზრდის სტრატეგიული სქემა (growth roadmap)
  • KPI-ების განსაზღვრა და ტრეკინგი
  • ყოველთვიური მიმოხილვა და კორექტირება
  • ROI-ის გაანალიზება და ანგარიშგება
ვისთვისაა: ბიზნესები, რომლებსაც სურთ გაზომვადი შედეგები
04

პორთფოლიო და პროექტების მართვა

პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე — ვმართავ კამპანიებს, ვაკოორდინირებ გუნდს და ვამზადებ სრულ ანგარიშს, რომ ყოველი ნაბიჯი გამჭვირვალე იყოს.

  • კამპანიის სრული დაგეგმვა და განხორციელება
  • გუნდის კოორდინაცია და ამოცანების გადანაწილება
  • პროექტის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
  • პორთფოლიოს სტრუქტურირება და პრეზენტაცია
ვისთვისაა: კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ სრული მართვა
პორთფოლიო და პროექტები
05
საგანმანათლებლო კონტენტი

საგანმანათლებლო კონტენტი

ვასწავლი ბიზნეს გუნდებს სოციალური ქსელების სტრატეგიულ აზროვნებას — ვორქშოფების, სახელმძღვანელოებისა და ონლაინ რესურსების მეშვეობით, რათა ცოდნა შიდა კომპეტენციად იქცეს.

  • სოციალური მედიის ვორქშოფები გუნდებისთვის
  • პრაქტიკული სახელმძღვანელოები და შაბლონები
  • ონლაინ რესურსები ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • ინდივიდუალური მენტორინგი მარკეტინგ გუნდებისთვის
ვისთვისაა: გუნდები, რომლებსაც სურთ შიდა ექსპერტიზის ჩამოყალიბება

არ იცით რომელი სერვისი გჭირდებათ?

ერთი უფასო ზარი — და ერთად გავარკვევთ.

დაჯავშნე შეხვედრა
პროცესი

როგორ ვიწყებთ
თანამშრომლობას?

სამი მარტივი ნაბიჯი — პირველი ზარიდან რეალურ შედეგებამდე. არანაირი ვალდებულება, სანამ თავად არ გადაწყვეტ.

01

კონსულტაცია

30-წუთიანი ზარი, სადაც ვეცნობი შენს ბიზნესს, გამოწვევებს და მიზნებს. ეს შეხვედრა სრულიად უფასოა — ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთის დროს.

პირველი ნაბიჯი
02

სტრატეგიის შემუშავება

შენი ბიზნესის ანალიზის საფუძველზე ვქმნი პერსონალიზებულ სოციალური მედიის სტრატეგიას — პოზიციონირებით, სამიზნე აუდიტორიით და ზრდის გეგმით.

მეორე ნაბიჯი
03

განხორციელება და ზრდა

სტრატეგია გადადის მოქმედებაში — ვახორციელებ, ვაკვირდები შედეგებს და ვასწორებ კურსს, რათა შენი ბიზნესი სოციალურ ქსელებში სწრაფად და სტაბილურად გაიზარდოს.

მესამე ნაბიჯი

მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის?

დაჯავშნე უფასო 30-წუთიანი კონსულტაცია — ვალდებულება არ გჭირდება, მხოლოდ სურვილი, გაიზარდო.