სოციალური მედია სტრატეგი

ღია ვარ ახალი პროექტებისა და თანამშრომლობისთვის

სალომე დვალიძე

სოციალური მედია, რომელიც თქვენი ბიზნესის მიზნებზე მუშაობს.

ბიზნესის განვითარება მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობას არ ნიშნავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე სწორად მივიტანო ის, რაც ბრენდს გამორჩეულს ხდის: მისი ისტორია, ღირებულებები და ხასიათი. ამ საფუძველზე ვქმნი სტრატეგიას, კონტენტსა და რეკლამას, რომელიც ბიზნესის რეალურ მიზნებს ემსახურება.

Meta-ს სერტიფიკატი Digital Marketing Associate
ქვემოთ

01ჩემ შესახებ

სტრატეგია, რომელიც შედეგს იძლევა.

სალომე დვალიძე, სოციალური მედიის სტრატეგი და ციფრული მარკეტერი

ჩემთვის სოციალური მედია ხიდია ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ხიდი, რომლის საშუალებითაც ადამიანები არა მხოლოდ პროდუქტს ან მომსახურებას, არამედ მის უკან არსებულ ისტორიას, ღირებულებებსა და ადამიანებს ეცნობიან.

ჩემი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებულ პროექტებს, ბრენდის სტრატეგიიდან და პოზიციონირებიდან, კონტენტის წარმოებამდე, სარეკლამო კამპანიებსა და ანალიტიკამდე.

ჩემი მიდგომა ბიზნესის სიღრმისეული გაცნობით იწყება. მხოლოდ ის არ მაინტერესებს, რას ყიდის კომპანია ან რა ღირს მისი პროდუქტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყო მისი ისტორია, რა ღირებულებებზე დგას, რა განასხვავებს კონკურენტებისგან და როგორ სურს, რომ მომხმარებელმა აღიქვას. სწორედ ამ დეტალებზე დაყრდნობით ვაყალიბებ ბრენდის საკომუნიკაციო მიმართულებასა და სტრატეგიას.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა სფეროს ბიზნესებთან, ასევე მეწარმეობის მხარდამჭერ და ბიზნესის განვითარების პროექტებზე. ამ გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა, ახლოს გავცნობოდი მეწარმეების გამოწვევებს, განსხვავებულ ბიზნესმოდელებსა და საჭიროებებს. კარგად მესმის, რომ მცირე ბიზნესს, მზარდ კომპანიასა და საერთაშორისო აუდიტორიაზე ორიენტირებულ პროექტს განსხვავებული მიზნები და რესურსები აქვს.

ჩემი კომპეტენციები აერთიანებს სოციალური ქსელების მართვას, Meta Ads კამპანიების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, ტექნიკური სარეკლამო გარემოს გამართვას, კონტენტის სტრატეგიას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟსა და შედეგების ანალიზს. ეს მეხმარება, პროექტს არა მხოლოდ სტრატეგიული ხედვით, არამედ მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობითაც მივუდგე.

ვარ Meta Certified Digital Marketing Associate. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ვატარებ სოციალური მედიის მართვის კურსებს, ვორქშოფებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ რეალურ სამუშაო პროცესს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დამოუკიდებლად გამოყენება.

ჩემი მიზანია, ბიზნესებს დავეხმარო საკუთარი იდენტობის სწორად წარმოჩენაში, მომხმარებელთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ისეთი ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში, რომელიც ბიზნესის კონკრეტულ მიზნებს ემსახურება.

გამოცდილება
5+ წელი
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინდუსტრიები
ფეშენ & რეთეილი, სამზარეულო & ჰოსპიტალიტი, პირადი ბრენდი & კონსალტინგი
მუშაობის ფორმატი
ონლაინ და ოფლაინ თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე
ხელმისაწვდომობა
ღია ვარ ახალი პროექტებისა და თანამშრომლობისთვის

„როდესაც ბრენდს ვეცნობი, მხოლოდ ის არ მაინტერესებს, რას ყიდის და რა ღირს მისი პროდუქტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ დგას მის უკან, რატომ შეიქმნა და რისი გაზიარება სურს ადამიანებისთვის. სწორედ აქ იწყება ის კომუნიკაცია, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს.“

— სალომე დვალიძე, სოციალური მედია სტრატეგი

როგორ ვმუშაობ

  1. ბრენდის გაცნობა და კვლევა

    ვიკვლევ ბიზნესის ისტორიას, ღირებულებებს, მიზნებს, სამიზნე აუდიტორიასა და კონკურენტულ გარემოს. ვეძებ იმ მახასიათებლებს, რომლებიც ბრენდს გამორჩეულს ხდის.

  2. სტრატეგია და კომუნიკაცია

    კვლევის საფუძველზე ვაყალიბებ ბრენდის პოზიციონირებას, საკომუნიკაციო გზავნილებსა და კონტენტის მიმართულებას. იდეებს ვაქცევ კონკრეტულ მიზნებზე მორგებულ კამპანიებად.

  3. შედეგები და განვითარება

    ვაკვირდები აუდიტორიის რეაქციას, ვაანალიზებ კონტენტისა და რეკლამის შედეგებს და მიღებული მონაცემებით ვაუმჯობესებ სტრატეგიას.

შედეგები რიცხვებში

წარმატებული ბიზნესი
100+
გაზრდილი გამომწერი გვერდებზე
500K+
საგანმანათლებლო პროექტი
120+
წლის სტრატეგიული გამოცდილება
5+

02სერვისები

რას გთავაზობ

ჩემი მომსახურებები მორგებულია მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე, მათი მიზნების, სამიზნე აუდიტორიისა და განვითარების ეტაპის გათვალისწინებით. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგები, რადგან ყველა ბიზნესს განსხვავებული საჭიროებები და გამოწვევები აქვს. არ იცით, რომელი მომსახურება შეგეფერებათ? დავიწყოთ უფასო გაცნობითი ზარით და ერთად განვსაზღვროთ თქვენი ბიზნესისთვის სწორი მიმართულება.

01 ერთჯერადი მომსახურებები კონკრეტული მარკეტინგული და ტექნიკური ამოცანების შესრულება ერთჯერადად.

ყველა ბიზნესს არ სჭირდება სოციალური ქსელების მუდმივი მართვა. ზოგჯერ საჭიროა კონკრეტული პრობლემის მოგვარება, ტექნიკური გარემოს გამართვა ან ერთჯერადი მარკეტინგული სამუშაოს შესრულება.

ამ მიმართულებით გთავაზობთ ინდივიდუალურ მომსახურებებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის საჭიროებებსა და კონკრეტულ ამოცანებზეა მორგებული.

მომსახურების მოცულობა, ღირებულება და შესრულების ვადა წინასწარ განისაზღვრება, რათა თანამშრომლობის დაწყებამდე ზუსტად იცოდეთ, რა სამუშაოები შესრულდება და რა შედეგს მიიღებთ.

ვისთვისაა
მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის, მეწარმეებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის, რომლებსაც კონკრეტული ამოცანის შესრულება სჭირდებათ გრძელვადიანი თანამშრომლობის გარეშე.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • Meta Business Portfolio-ის შექმნა და ტექნიკური გამართვა
  • არსებული Business Portfolio-ის აუდიტი და მოწესრიგება, აქტივების, წვდომებისა და უსაფრთხოების შემოწმება
  • Facebook-ის, Instagram-ისა და სარეკლამო ანგარიშების დაკავშირება და გამართვა
  • Meta Ads სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და გაშვება
  • Reels და მოკლე ფორმატის ვიდეოკონტენტის შექმნა
  • სარეკლამო ვიდეოს კონცეფციის შექმნა, გადაღება და მონტაჟი
  • პოსტებისა და სარეკლამო ტექსტების შექმნა
02 ბრენდის სტრატეგია და პოზიციონირება ბიზნესის სიღრმისეული ანალიზი და საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც ბრენდის ისტორიას, ღირებულებებსა და მიზნებს აერთიანებს.

წარმატებული კომუნიკაცია ბრენდის სწორად გაცნობით იწყება. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას სთავაზობს ბიზნესი მომხმარებელს, არამედ როგორ შეიქმნა, რა ღირებულებებით მუშაობს, რა გამოარჩევს კონკურენტებისგან და როგორ სურს, რომ აუდიტორიამ აღიქვას.

თანამშრომლობის პროცესში ვიკვლევ ბიზნესის არსებულ პოზიციონირებას, სამიზნე აუდიტორიას, მომხმარებლის ქცევასა და კონკურენტულ გარემოს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვაყალიბებ საკომუნიკაციო მიმართულებას, ძირითად გზავნილებსა და კონტენტის სტრატეგიას.

მიზანია, ბრენდს ჰქონდეს საკუთარი, მკაფიო ხასიათი და თანმიმდევრული კომუნიკაცია, რომელიც მომხმარებლისთვის გასაგები, დასამახსოვრებელი და ბიზნესის მიზნებთან შესაბამისია.

ვისთვისაა
ბიზნესის მფლობელებისთვის, დამწყები და მზარდი ბრენდებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ პოზიციონირების განახლება, მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება ან ახალ ბაზარზე გასვლა.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • ბრენდისა და სოციალური მედიის აუდიტი
  • ბრენდის ისტორიისა და ღირებულებების ანალიზი
  • სამიზნე აუდიტორიის კვლევა
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი
  • პოზიციონირება და საკომუნიკაციო ტონი
  • კონტენტის სტრატეგია და ძირითადი გზავნილები
  • სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები
03 ბიზნეს პოზიციონირება სოციალურ ქსელებში კონკურენტულ გარემოში გამორჩეული პოზიციის ჩამოყალიბება სწორი მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

ვეხმარები ბიზნესს იპოვოს საკუთარი ხმა ციფრულ სივრცეში — ვაყალიბებ ბრენდის პოზიციას, რომელიც გამოარჩევს კონკურენტებისგან და იზიდავს სწორ აუდიტორიას.

ვისთვისაა
ახალი ბიზნესები და ბრენდები რეპოზიციონირებისთვის.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • ბრენდის ხმის (brand voice) განსაზღვრა
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა
  • პლატფორმის შერჩევა ბიზნეს მიზნების მიხედვით
  • ვიზუალური სტილის სახელმძღვანელო
04 საქმიანობის განვითარება ბიზნეს ზრდის კომპლექსური კონსულტაცია — სოციალური ქსელების პოტენციალის სრულად გამოყენებით.

სოციალური ქსელები ბიზნეს ზრდის ძრავი უნდა იყოს. ვქმნი გრძელვადიან გეგმას, ვადგენ გაზომვად მიზნებს და ვაკონტროლებ პროგრესს ყოველ ეტაპზე.

ვისთვისაა
ბიზნესები, რომლებსაც სურთ გაზომვადი შედეგები.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • ზრდის სტრატეგიული სქემა (growth roadmap)
  • KPI-ების განსაზღვრა და ტრეკინგი
  • ყოველთვიური მიმოხილვა და კორექტირება
  • ROI-ის გაანალიზება და ანგარიშგება
05 პორთფოლიო და პროექტების მართვა კლიენტის პროექტების სტრუქტურირება, მართვა და შედეგების გამჭვირვალე წარდგენა — ბრენდის სანდოობის გაძლიერებისთვის.

პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე — ვმართავ კამპანიებს, ვაკოორდინირებ გუნდს და ვამზადებ სრულ ანგარიშს, რომ ყოველი ნაბიჯი გამჭვირვალე იყოს.

ვისთვისაა
კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ სრული მართვა.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • კამპანიის სრული დაგეგმვა და განხორციელება
  • გუნდის კოორდინაცია და ამოცანების გადანაწილება
  • პროექტის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
  • პორთფოლიოს სტრუქტურირება და პრეზენტაცია
06 საგანმანათლებლო კონტენტი და ვორქშოფები სოციალური მედიის სტრატეგიული აზროვნება — პრაქტიკული სახელმძღვანელოები, ვებინარები და ვორქშოფები ბიზნეს მფლობელებისთვის.

ვასწავლი ბიზნეს გუნდებს სოციალური ქსელების სტრატეგიულ აზროვნებას — ვორქშოფების, სახელმძღვანელოებისა და ონლაინ რესურსების მეშვეობით, რათა ცოდნა შიდა კომპეტენციად იქცეს.

ვისთვისაა
გუნდები, რომლებსაც სურთ შიდა ექსპერტიზის ჩამოყალიბება.
ღირებულება
ინდივიდუალური ფასი
განვიხილოთ ეს სერვისი

რას მოიცავს

  • სოციალური მედიის ვორქშოფები გუნდებისთვის
  • პრაქტიკული სახელმძღვანელოები და შაბლონები
  • ონლაინ რესურსები ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • ინდივიდუალური მენტორინგი მარკეტინგ გუნდებისთვის

03ვორქშოფები

ისწავლე პრაქტიკაში

შემოგვიერთდით ვორქშოფებზე, სადაც შეისწავლით ახალ უნარებსა და ტექნიკებს.

ყველა ვორქშოფი

04პორთფოლიო

რეალური შედეგები, რეალური პროექტები

თითოეული პროექტი არის სტრატეგია, რომელიც შექმნილია კონკრეტული ბიზნესის გამოწვევებზე პასუხად.

ყველა პროექტი
01

ფეშენ & რეთეილი · Instagram · Facebook · 60 დღე

ბრენდის ხმის პოვნა კონკურენტულ ბაზარზე

არარეგულარული პოსტები, ბრენდის ვიზუალური ხმა განუსაზღვრელი, ჩართულობა მინიმალური.

ჩართულობის ზრდა 60 დღეში
+340%
ფოლოუერების ორგანული ზრდა
×2.4
დეტალურად
02

სამზარეულო & ჰოსპიტალიტი · Instagram · TikTok · 45 დღე

ადგილობრივი ბიზნესი — ეროვნული ხილვადობა

ბიზნესი ადგილობრივ დონეზე იყო ჩაკეტილი, სოციალური მედია პრაქტიკულად არ მუშაობდა.

მოცვის ზრდა 45 დღეში
+520%
ჯავშნები ახალი სეგმენტიდან
+180%
დეტალურად
03

პირადი ბრენდი & კონსალტინგი · Facebook · LinkedIn · 90 დღე

ექსპერტის პოზიციონირება ციფრულ სივრცეში

პროფესიონალი კარგი რეპუტაციით, მაგრამ ციფრულ სივრცეში ხილვადობა ნულთან ახლოს.

LinkedIn მოცვა 90 დღეში
+890%
ინბაუნდ მოთხოვნები
×3.1
დეტალურად

05პროცესი

როგორ ვიწყებთ თანამშრომლობას?

სამი მარტივი ნაბიჯი — პირველი ზარიდან რეალურ შედეგებამდე. არანაირი ვალდებულება, სანამ თავად არ გადაწყვეტ.

  1. ნაბიჯი 1: კონსულტაცია

    30-წუთიანი ზარი, სადაც ვეცნობი შენს ბიზნესს, გამოწვევებს და მიზნებს. ეს შეხვედრა სრულიად უფასოა — ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთის დროს.

    30 წუთი · უფასოდ
  2. ნაბიჯი 2: სტრატეგიის შემუშავება

    შენი ბიზნესის ანალიზის საფუძველზე ვქმნი პერსონალიზებულ სოციალური მედიის სტრატეგიას — პოზიციონირებით, სამიზნე აუდიტორიით და ზრდის გეგმით.

  3. ნაბიჯი 3: განხორციელება და ზრდა

    სტრატეგია გადადის მოქმედებაში — ვახორციელებ, ვაკვირდები შედეგებს და ვასწორებ კურსს, რათა შენი ბიზნესი სოციალურ ქსელებში სწრაფად და სტაბილურად გაიზარდოს.

06სწავლა · ზრდა · განვითარება

ისწავლე ჩემგან

სოციალური მედია სტრატეგია მხოლოდ მომსახურება არ არის — ეს არის ცოდნა, რომელიც ბიზნესს დამოუკიდებლობას ანიჭებს. ჩემი საგანმანათლებლო კონტენტი ეხება რეალურ გამოწვევებს, რომლებსაც ქართული ბიზნესები ყოველდღე აწყდება.

სტრატეგიიდან ბრენდინგამდე, კონტენტის დაგეგმვიდან პოზიციონირებამდე — აქ ნახავ პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს, რჩევებს და ანალიზს.

ყველა სტატია

07კონტაქტი

დამიკავშირდი — დავიწყოთ ერთად

გაქვს კითხვა? გსურს ითანამშრომლო? გინდა გაიგო, რომელი სერვისი შეესაბამება ყველაზე მეტად შენს ბიზნეს მიზნებს? დამიკავშირდი და 24 საათში გიპასუხებ.

პირველი საუბარი პროექტისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ უფასოა

ელ-ფოსტა
ტელეფონი / WhatsApp
+995 591 50 16 81
მდებარეობა
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები
  • ორშ – პარ 10:00 – 22:00
  • შაბ 11:00 – 18:00

1 სამუშაო დღეში მიიღებთ უკუკავშირს.

  1. 01კონფიდენციალურობა თქვენი ბიზნესის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას კონფიდენციალურად ვეპყრობი.
  2. 02გამჭვირვალე თანამშრომლობა თანამშრომლობის ყველა ეტაპზე იცით, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვაფასებთ შედეგებს.
  3. 03პირადი მიდგომა თითოეული პროექტის სტრატეგიას კონკრეტული ბიზნესის მიზნებსა და საჭიროებებზე ვარგებ.
01შენ შესახებ
02შენი ბიზნესი
საინტერესო სერვისები არასავალდებულო

აირჩიე ერთი ან რამდენიმე.

მიზნები, აუდიტორია, რა მუშაობს ახლა და რა — არა.

საორიენტაციო დიაპაზონები დაგეგმვისთვის — არა ფიქსირებული ფასები.

სასურველი პლატფორმები არასავალდებულო
03კავშირი
სასურველი საკონტაქტო გზა

საჭიროა ზარით ან WhatsApp-ით პასუხისთვის.

გირჩევნია ელ-ფოსტა? მომწერე: salome@dvalidze.com